ინფორმაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ
19-06-2025

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა 20-24 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხებს და მონიტორინგის შედეგებს განიხილავენ. 

იხილეთ, რომელ დღეს რომელი უმაღლესისა და რომელი პროგრამის აკრედიტაციის განხილვაა დაგეგმილი:

 20 ივნისი, 14:00 საათი: 

1.შპს საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  

2. შპს საქართვლოს უნივერსიტეტის ინოვაციური ლიდერობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს ევროპის უნივერსიტეტი „სტომატოლოგიის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

4. სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისტორიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;

5. სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;

24 ივნისი,   14:00 საათი:

1.  შპს ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი ნეუ"-ს  "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  

2.  შპს ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში  „ლიდერობისა„ და „მეწარმეობა და ინოვაციის“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  

3.  სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

4. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ეკოლოგიის” საბაკალავრო საგანმამათლებლო პროგრამი აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

5.  შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის  აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი  იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...