2024-2025 სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, 30 ივნისს სრულდება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
აღსანიშანვია, რომ დედაქალაქის მასშტაბით ივლისის განმავლობაში 55 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომლებშიც რეგისტრაცია დამატებით გადიან აღსაზრდელები.
დამატებით გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან. რეგისტრაცია ივნისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
საზაფხულო ბაღების სარეგისტრაციო ბმული: http://kids.org.ge/