საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით ბორჯომს სტუმრობდნენ
19-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით,  იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე ბორჯომში, რომლის მიზანი იყო მათთვის საქართველოს კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობა.

მოსწავლეებმა მოილოცეს ბორჯომის ტყეში მდებარე ულამაზესი მწვანე მონასტერი, გაეცნენ ამ წმინდა ადგილის ისტორიას. შემდეგი გაჩერება იყო ტიმოთესუბანი - ისტორიული და კულტურული ადგილი, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის შესახებ. დღის ბოლოს კი მათ ბორჯომის პარკში გაისეირნეს. ისიამოვნეს სუფთა ჰაერით, ბუნების მშვენიერებით, პირდაპირ წყაროდან დააგემოვნეს მინერალური წყალი და ერთად გაატარეს მხიარული და სასიამოვნო დრო.

დადებითი ემოციებით, ახალი შთაბეჭდილებებითა და შემეცნებითი გამოცდილებით სავსე დღე ყველას დიდხანს ემახსოვრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...