საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში სტუმრობა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ქართული თეატრის მნიშვნელოვან და გამორჩეულ სანახაობას - სპექტაკლს - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელიც თეატრში - „მოდი ნახე“ გაიმართა.
სპექტაკლმა, რომელიც სავსე იყო ემოციებით, სიღრმით და სათქმელით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
ისინი დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს მსახიობების თამაშს და თანაუგრძნობდნენ თითოეულ გმირს.
„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ურთიერთგაგება, შინაგანი სამყაროს ძიება და იმედის ძალა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდების ასაკში.
თეატრალური ვიზიტი არ იყო მხოლოდ გართობა - იგი იქცა საინტერესო ემოციურ და შემეცნებით თავგადასავალად.
მოსწავლეებმა შეძლეს ხელოვნების სათანადოდ აღქმა, გააანალიზეს პერსონაჟთა ქცევები, განცდები და მოტივები.
თეატრში სტუმრობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში კულტურული გემოვნების ჩამოყალიბებას, ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასა და ემპათიას, ამდიდრებს მათ შინაგან სამყაროს.
იხილეთ ფოტო: