ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-3 კლასელები ისტორიულ ციხე-ქალაქში მოგზაურობის ამბავს ინგლისურ ენაზე მოგვითხრობენ 
18-06-2025

​სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. პედაგოგები აქტიურად მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებდნენ

აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რადგან აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მათი დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

შთამბეჭდავია, ინგლისური ენის მასწავლებლის - მაია კანაკავას პროექტი - A Journey to Nokalakevi (მოგზაურობა ნოქალაქევში), რომელზეც მე-3 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

პროექტის ფარგლებში 10-წუთიანი ვიდეორგოლი მომზადდა. ვიდეორგოლში მე-3 კლასელები ინგლისურ ენაზე მათთვის შესაბამისი ლექსიკით მოგვითხრობენ ნოქალაქევში მოგზაურობის ამბავს.

მოსწავლეები გვაცნობენ:

  • მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია და მნიშვნელობას;
  • ტაძარის კულტურულ მნიშვნელობას;
  • საუბრობენ მდინარეზე გამავალ გვირაბზე;
  • ყანჩების საბუდარზე;
  • გოგირდოვან ცხელ წყალსა და მდინარე ტეხურზე; 
  • ბოლოს კი აჟღერებენ სიმღერას ნოქალაქევზე.

10-წუთიანი ვიდეორგოლის სასკოლო საზოგადოებისთვის წარდგენა-ჩვენება 12 ივნისს გაიმართა და დირექტორის- ნანა ჯგერენაიასა და სკოლის პედაგოგებისგან დადებითად შეფასდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის ხელმძღვანელია ინგლისური ენის მასწავლებელი - მაია კანაკავა.

ვიდერგოლის მონტაჟი კი თეონა ჯანაშიას ეკუთვნის. 

სკოლაში მადლობას უხდიან ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დირექციას გადაღების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...