
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში ჭადრაკის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი დასტურია, მოსწავლეთა წარმატება, რომელიც მათ საჭადრაკო ოლიმპიადაში მოიპოვეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართულების - „ჭადრაკი სკოლაში“ ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა მოსწავლეთა მეორე სასწავლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.
ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობდნენ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები: მაქსიმე გოტიაშვილი, ნიტა რთველიაშვილი, შოთა კვახაძე, თეკლა ირემაშვილი (მასწავლებელი-ივანე ფარჯიანი) . პატარა მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა როგორც რაიონულ, ასევე რეგიონულ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს და რეგიონში ჩემპიონი სკოლის ტიტულიც მოიპოვეს.
მოსწავლეებმა მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალშიც მიიღეს მონაწილეობა და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს ქართული ჭადრაკის მომავლის გაძლიერების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: