ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორის - მაკა გუბელაძისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს, ასახელებენ სკოლასა და ოჯახს.
ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლში გაიმართა ღონისძიება - „პოეზია უპირველეს ყოვლისა!“ ღონისძიებაში ჩაერთნენ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან გიგიაძე, მუსიკის მასწავლებელი თამილა გიგატაძე).
ლიტერატურული სახლის ხელმძღვანელმა ცისმარ მხეიძემ სტუმრებს გააცნო ანდრია სინაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები.
ღონისძიებაზე მოსწავლეები წარმატებით წაედგნენ. მათ წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები და შეასრულეს მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
იხილეთ ფოტო: