აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინგლისური ენის კონკურსში 
18-06-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის კონკურსის ფინალურ ტურში წარმატებით იასპარეზეს. 

ინგლისური ენის კონკურის - Speak up honestly ფინალურ ტურში, რომელიც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და შპს კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შემავალი 5 სკოლის მოსწავლეები. 

აფხაზეთის N14 სკოლიდან ფინალურ ტურზე წარდგნენ მოსწავლეები -  ელენე ხარჩილავა (მე-5 კლასი), ანდრია ციკუტანია (მე-6 კლასი), მარიამ ფანცულაია (მე-7 კლასი), შაკო შარია (მე-10 კლასი) და ნიაკო ფეტელავა (მე-10 კლასი).

გამარჯვებული გახდა მე-10 კლასის მოსწავლე ნია ფეტელავა, რომელსაც სკოლაში ამ დიდი წარმატება დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

კონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ: ანდრია ციკუტანია, შაკო შარია, მარიამ ფანცულაია, ელენე ხარჩილავა. 

„მოსწავლეებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების - ელზა მესხიასა და ლელა სამუშიას თავდაუზოგავი შრომით შედეგი მიღწეულია. სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილე მოსწავლეს და მათ პედაგოგებს- ელზა მესხიასა და ლელა სამუშიას. სულ გამარჯვებული გევლოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...