ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და დაემშვიდობნენ თავით პირველ მასწავლებელს - რუზანნა მელდონიანს.
მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ ლამაზი ღონისძიება გამართეს და წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
ღონისძება დატვირთული იყო შემოქმედებითად - მე-4 კლასელებმა იმღერეს, იცეკვეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. წარმატებით წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
მეოთხე კლასის დამთავრება მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა.
ღონისძიების ბოლოს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი რუზანა მელდონიანი, საცეკვაო ნომრების მომზადებაში კი მოსწავლეებს მე-10 კლასის მოსწავლე შიღიკ კირაკოსიანი დაეხმარა.
იხილეთ ფოტოები: