დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი სასწავლო-შემეცნებითი მოგზაურობა
18-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024- 2025 სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი მოგზაურობით დააგირგვინეს. 

კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონებებით დატვირთული დღე შეემატა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას. 

წლის ბოლო ექსკურსია მეტად, შემეცნებითი, ბევრი მხიარული, პოზიტიური და სიყვარულით  სავსე წუთით იყო აღსავსე და მოსწავლეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შესძინა. 

მოსწავლეებმა მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, ეწვივნენ კლდეში ნაკვეთ ქალაქს, კავკასიის ერთ-ერთ უძველეს დასახლებას - უფლისციხეს, ნანახმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს  ექსკურსიის დასასრულს კი -  გაისერინეს წყალტუბოს ულამაზეს პარკში. 

ექსკურსიის ბოლოს პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...