ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეებმა, პედაგოგთა ძალისხმებით, მიიღეს ხარისხიანი ცოდნა, განავითარეს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მყარი საფუძველია მათი მომავალი წარმატებისთვის.
სხვადასხვა სასწავლო მეთოდს შორის პედაგოგები აქტიურად მიმართევდნენ პროექტებით სწავლებას, რადგან აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მათი დიდი ინტერესით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის მ. ახალაურისა და მე-8ბ კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „საქართველოს საკურორტო ადგილები” (Resort Areas of Georgia).
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ამა თუ იმ კუთხის ხალხთა ტრადიციული კერძები, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა მოამზადეს - ფოტოები, პლაკატები და პრეზენტაციები, - რომლის მეშვეობთაც დამსწრეები საქართველოს სხვადასხვა კურორტს გაეცნენ და იმოგზაურეს საქართველოს თვალწარმტაც ბუნებასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში. პროექტმა არა მხოლოდ გაამდიდრა მოსწავლეთა ცოდნა ინგლისურ ენაში, არამედ ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: