ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სიგელები საზეიმოდ გადასცა
17-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

სასწავლო პროცესი შეაჯამა და მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა.

დირექტორმა მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და ახალისებენ მათ სასწავლო მიღწევებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...