ბოსტანის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი და კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
17-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

აღსანიშნავია, მე-7 კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამაბელი გაკვეთილი თემაზე - „თორნიკე ერისთავის საბრძოლო გეგმა“. მე-7 კლასელებმა შემაჯამებელი გაკვეთილით  აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ შესწავლა დაასრულეს და შეძენილი ცოდნა შეაჯამეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი  თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალებაც შესთავაზა. მოსწავლეებმა, დავალების ფარგლებში, საინტერესო პოსტერები შექმნეს და პრეზენტაციები გამართეს. 

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...