სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ტრადიციად ქცეული სპორტულ-გასართობი ღონისძიება წინარეხის საჯარო სკოლაში
17-06-2025

სასწავლო წლის მიწურულს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - სერგო ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა შორის, ტრადიციულად, ჩატარდა შიდასასკოლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“.

მისი მიზანი,  მოსწავლეებში კვლავაც სპორტის და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, გუნდური სულისკვეთების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო.

მოსწავლეები იმდენად აქტიურად ჩაერთვნენ შეჯიბრებაში, რომ გამარჯვების სულისკვეთება და აზარტი გულშემატკივრებსაც გადაედოთ.

გარდა ამისა, წელს პირველად მოსწავლეებთან ერთად შეჯიბრებაში  შვილების მხარდასაჭერად მონაწილეობდნენ მშობლებიც.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ყველა დავალებას, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მაინც გამოვლინდა. შეჯიბრის დასასრულს კი მათაც და მშობლებსაც გადაეცათ შესაბამისი სიგელები.

ჟიურის წევრებმა - თინათინ თვაურმა და თამარ მამულაშვილმა შეჯიბრის დასასრულს მოსწავლეებს, მშობლებს და გულშემატკივრებ მიმართეს სიტყვით. პირველ რიგში გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ არ არსებობს დამარცხებული გუნდი, რომ ისინი, ყველა, მუდამ გამარჯვებულები არიან და მათი არსებობა სკოლისთვის უკვე უდიდესი გამარჯვებაა.

აი, ასე მხიარულად დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს სასწავლო წლის მშვიდობით და წარმატებით დასრულებას სკოლის საზოგადოებას და უსურვებს ნაყოფიერ, ბედნიერ დასვენებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...