2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ბაკალავრიატის აკრედიტებულ არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, ხოლო არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, „დაფინანსების ხანგრძლივობის ვადის ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას და ათვისებული აქვს არანაკლებ 120 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში და არანაკლებ 180 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი“.
ბრძანება ძალაშია და მას ხელს განათლების მინისტრი აწერს.