ეფრემოვკის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება გამორჩეულად მიულოცეს
18-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები მას მთელმა სკოლამ მიულოცა. 

როგორც სკოლაში გევუბნებიან, „ანბანის გაცილება“ ჩვეულზე უფრო მეტად ხალხმრავალი იყო. 

პირველკლასელი ლამაზი სიტყვით გამოვიდა სასკოლო საზოგადოების წინაშე, პირველ წიგნს ​ დაემშვიდობა, თუმცაღა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ის დარწმუნებულია, რომ ანბანი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის გაუძღვება, ეს მშვენიერი დღე კი მის მეხსირებაში დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 

მოსწავლემ ისაუბრა მესროპ მაშტოცის, სომხური ანბანის შექმნის შესახებ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მესროპული ასოების და სომხური ანბანის მრავალი მახასიათებლის წარდგენა.

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მხიარული სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორი  ნვარდ სოგოიანი სიტყვით გამოვიდა. მან მიულოცა პირველი კლასის მოსწავლეს, დამრიგებელს - ანნა აბრაჰამიანსა და პირველკლასელის ყველა მასწავლებელს, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება. 

როგგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნებისმიერი პირველი კლასის ზეიმი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი დღესასწაულია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...