ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-4 კლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენმ ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
არანაკლებ საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი - მოსწავლეებმა გაითამაშეს მინი წარმოდგენები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
იხილეთ ფოტოები: