ლასურიაშის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს 
17-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. სკოლის ეზოში შეიკრიბა სასკოლო საზოგადოება - მშობლები, მოსწავლე-მასწავლებლები

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატერებული წლები გაიხსენეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები კი გააცოცხლეს. იყო  ცეკვა, სიმღერა, სკეტჩები. 

ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველი პროფესიების წარმატებით დაუფლებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...