ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
12 ივნისს, მატნის N1 საჯარო სკოლაში უცხოური ენის კათედრამ უცხოური ენის პოპულარიზაციის მიზნით, ჩაატარა „მხიარული ვიქტორინა“. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვებს ხალისით უპასუხეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძება მოიცავდა შემოქმედებით ნაწილსაც. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები.
ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ღონისძიება მასწავლებლების - მ. ახალაურის, თ. გომელაურის,მ. გაგუნაშვილის, მ. მალავნიშვილისა და ნ. აბუსერიძის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები: