პტენის საჯარო სკოლ​ის მე-7 კლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო აქტივობით შეაჯამეს
18-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

მე-7 კლასელთა, 2024-2025 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი აქტივობა სწორედ მოსწავლეთა ინფორმირებას მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ნაადრევი ქორწინება.  აქტივობა სამოქალაქო განათლების შესწავლის ფარგლებში მოეწყო. 

მე-7 კლასელებმა დაამზადეს ბანარები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე მოამზადეს პრეზენტაცია ნაადრევი ქორწინების საფრთხეებზე, დამღუპველ შედეგებზე. 

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და ორივე საკითხის შესახებ თვალსაწიერი გაიფართოეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი თამთა ინასარიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...