
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე მასწავლებლები არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას მიმართავდნენ.
მეტად შთამაგონებელი აღმოჩნდა მე-2 კლასის მოსწავლეთა შეხვედრა საბავშვო წიგნის ავტორთან - მარიამ ჯამდელიანთან.
წიგნის - „კუდამელა ბოგის თავგადასავალის“ ავტორი მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პატარებს საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები ახლოს გააცნო.
პატარებმა დასვეს კითხვები „კუდამელა ბოგის თავგადასავალის“ შესახებ და ავტორისგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მარიამ ჯამდელიანს საინტერესო შეხვედრისთვის.
„მადლობა ასეთი თბილი და შთამაგონებელი შეხვედრისთვის. მოსწავლეები მიხვდნენ,რომ უნდა იოცნებონ, წერონ და იწამონ საკუთარი შესაძლებლობების.
მადლობა, რომ შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი სითბო, სიბრძნე და სიყვარული ლიტერატურის მიმართ! ველოდებით ახალ წიგნებს და მომავალ შეხვედრებს სვანეთში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: