დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სკოლის მართვა ერთი დღით მოსწავლეებს მიანდეს.
სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე მოეწყო. მოსწავლეებმა ერთი დღით სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების როლი მოირგეს.
მოსწავლეებმა სკოლის მართვას ღირსეულად გაართვეს თავი, მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი.
„ჩვენს სკოლაში უჩვეულო და სახალისო დღე გვქონდა - როლების შეცვლის დღე! მოსწავლეებმა ჩვენი ადგილები დაიკავეს - მათ შორის დირექტორიც მოსწავლე იყო!
დღე გამოვიდა საოცარი კრეატიულობით და პოზიტიური ენერგიით სავსე. მოსწავლეებმა დაგვანახეს, როგორ ხედავენ ისინი სწავლების პროცესს, ჩვენ კი ერთი დღით შეგვეძლო მათი თვალით დაგვენახა საკლასო ცხოვრება. მათ სრულად დაინახეს ყველა გამოწვევა თუ წარმატება, რაც სასკოლო ცხოვრებას ახლავს, ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ ესეც პასუხისმგებლობის შედეგი იყო. გვიყვარხართ ბავშვებო.
ასეთი ინიციატივები უფრო გვაახლოებს და სწავლას მხიარულს და ინოვაციურ პროცესად აქცევს. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის და შემოქმედებითობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან არაერთ საინტერესო ინიციატივას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: