2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ინგა უგრეხელიძის მე-4 კლასში ჩატარებული ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე“.
გაკვეთილმა მიზანს წარმატებით მიაღწია - მოსწავლემ შეძლო ოჯახის წევრების დასახელება ინგლისურ ენაზე, შეისწავლა ოჯახის წევრების აღმნიშვნელი ლექსიკა, შეძლო წინადადებების შედგენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ისწავლა და გამოიყენა კუთვნილებით ნაცვალსახელები სხვადასხვა წინადადებაში.
აღსანიშნავია, რომ მთელი საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ყველა საინტერესო, შემეცნებით და სახალისო აქტივობაში.
მე-4 კლასის მოსწავლემ - ანა გუგავამ - ინგლისურ ენაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, საუბრის დროს თხრობის შესაბამისად იყენებდა ინტონაციას, მახვილს, პაუზასა და ხმის ტემბრს.
მან შექმნა თავისი ოჯახის გენეალოგიის ხე, დაახასიათა თითოეული ოჯახის წევრი, ისაუბრა მათ შესახებ და გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება თემასთან დაკავშირებით
გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის მართვის წევრები. გაკვეთილი შეფასდა დადებითად.
„წარმატებასა და საინტერესო-შემეცნებით გაკვეთილებს ვუსურვებთ ინგა მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის მიდგომები და მოსწავლის აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: