მარტუნის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ მიმართული აქტივობა 
17-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების მიზნით, პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავდნენ და ბავშვებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებდნენ

მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა მათემატიკის საინტერესო გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა პრეზენტაციებით სწავლებას მიმართა. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ნინი გვირჯიშვილის ხელმძღვანელობით, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - „დრო“.

პრეზენტაციისთვის დამოუკიდებლად გაამზადეს საპრეზენტაციო პლაკატები. თითოეულს წარმოდგენილი ჰქონდა დღის ინდივიდუალური გეგმა საათების მიხედვით.

აქტივობა ორიენტირებული იყო მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი ბავშვებმა, გამოავლინეს შემოქმედებითობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...