რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი კონცერტით დაგვირგვინდა
17-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და სასწავლო მიღწევები კი კონცერტით აღინიშნა. 

კონცერტი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. ერთმანეთს ცვლიდა მრავალფეროვანი ნომრები. მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭი, ენერგია და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.

კონცერტს ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება - მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. 

დასასრულს სკოლის დირექტორმა - მზია კიწმარიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს, პედაგოგებსა და მშობლებს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის და ყველას მშვიდი, სასიამოვნო და ნაყოფიერ დასვენება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...