2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავდნენ. აღსანიშნავია კომპლექსური დავალებებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
მათ შორის, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს პირველი კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა ინგლისური ანბანის შესწავლის შემდეგ ანბანის ასობგერები გამოძერწეს. კომპლექსური ბუნების სახალისო დავალება პატარებს პედაგოგმა- თეა თოთაძემ შესთავაზა.
დავალებაზე მუშაობს მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: