სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეს- საამაყო „იზრუნელ“ ნატალი წულაიას izrune.ge-ს დიპლომები და სერტიფიკატები დირექტორმა და დამრიგებელმა საზეიმოდ გადასცეს
17-06-2025

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი წულაია izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს.

საამაყო და წარმატებულ „იზრუნელს“ izrune.ge-ს ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გამორჩეული წარმატებებისა და ბრწყინვალე შედეგების დასტურად სკოლაში გაეგზავნა და გადაეცა წარმატების დამადასტურებელი დიპლომები, სერტიფიკატები და მადლობის წერილი.

ნატალის წარმატება მისი კლასის მზრუნველი დამრიგებლის - მილედი თოდუას, სკოლის დირექტორის - ნუნუ სილაგავას და, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის დამსახურებაა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატება განსაკუთრებულად მიულოცეს. სკოლის დირექტორმა, ნუნუ სილაგავამ და დამრიგებელმა, მილედი თოდუამ მას დიპლომები, სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203