ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
მათ შორის აღსანიშნავია საგნობრივი შეჯიბრებები და სამაგიდო თამაშები, რომლებიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა იაქტიურეს, სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გარდა საგნობრივი კონკურსებისა მოეწყო სპორტულ გასართობი შეჯიბრებებიც, რაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: