წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსწავლეთა ნამუშევრების სასკოლო გამოფენა-კვირეული, რომელიც სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა.
მოსწავლეებმა გამოფენაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამოირჩა მკვეთრი ფერებით დახატული ნამუშევრები.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდ მოწონება დაიმსახურა.
კვირეულს ხელმძღვანელობდა, ხელოვნების მასწავლებელი, მანონი ქუხილავა, რომელიც მოსწავლეთა მხატვრული ნიჭის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: