თბილისის N37 საჯარო სკოლში, კოსმოსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
19-06-2025

თბილისის N37 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს, სწავლებისას კი მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებს. 

აღსანიშნავია, 21 მაისს, „კოსმოსის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. 

სამეცნიერო კონფერენციას ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ფიზიკის პედაგოგი ადელაიდა ნიკოლაიშვილი.

მოსწავლეებმა კოსმოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეცნიერო თემები წარადგინეს, საუბრობდნენ კოსმონავტების კოსმოსში ყოფნის დროს არსებულ გამოწვევებზე, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კოსმოსურ ცვლილებებზე, კოსმოსიდან დაბრუნების შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ და სხვა.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით, წინასწარ დაამზადეს სხვადასხვა სახისა და ზომის რაკეტების მოდელები და მაკეტები. განმარტავდნენ დამზადების დროს საჭირო ფიზიკის ფორმულებსა და კანონებს. სამეცნიერო კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ფიზიკის დარგში მოღვაწე მეცნიერები, კონფერენციამ კოსმოსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203