2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო თუ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება სახელწოდებით - „ფოლკლორი ჩვენი საგანძურია“, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში ხალხური სიმღერების, ცეკვებისა და ზეპირსიტყვიერების პოპულარიზაცია.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი მარინა გიორგელაშვილი, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები, გააცნეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე შესრულდა ხალხური სიმღერები, ეროვნული საცეკვაო ნომრები, რითაც მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს.
იხილეთ ფოტოები: