„გავიცნოთ ჩვენი მშობლიური მხარე - გურია“ - შთამბეჭდავი პროექტი შუასურების საჯარო სკოლაში 
17-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების მიზნით კი პედაგოგები მიმართავდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა და პროექტებს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახა. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი სახელწოდებით - „გავიცნოთ ჩვენი მშობლიური მხარე - გურია“, რომელიც ორი სასწავლო წელი გაგრძელდა. 

გრძელვადიანი სასწავლო პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებმა და მშობლებმა, მასწავლებლის - შორენა ტრაპაიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი დაიგეგმა მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის, მოსწავლეთათვის ცოდნის გაღრმავების, მოტივაციის ამაღლების, კულტურული და ისტორიული ძეგლების, ასევე გამოჩენილი გურული ადამიანების გაცნობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს გურული პოეტების და ცნობილი ადამიანების ლექსები და ბიოგრაფიული მონაცემები.

სასკოლო ღონისძიების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ესტუმრნენ და მოინახულეს ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში მდებარე სხვადასხვა კულტურული და ისტორიული ძეგლები, მათ შორის:

·         ნოდარ დუმბაძის სახლ- მუზეუმი;

·         უდაბნოს მამათა მონასტერი;

·         ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

·         ერკეთის დედათა მონასტერი;

·         ოზურგეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი;

·         ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი;

·         მინიატურების პარკი;

·         დენდროლოგიურ პარკს;

·         ოზურგეთის თოჯინების თეატრი.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტი, ასევე გამოთქვეს სურვილი და მზაობა მონაწილეობა მიიღონ მსგავს ღონისძიებებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...