„ვინ უკეთ იცნობს საქართველოს?“- საინტერესო ვიქტორინა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში
17-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

პედაგოგები ზრუნავდნენ, როგორ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე ასევე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობდნენ. 

მათ შორის, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ვიქტორინა ისტორიაში სახელწოდებით - „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი მაყვალა მეფორია.

ღონისძიების მიზანი იყო ნასწავლი ცოდნის გამოვლენა და პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეები გამოიმუშავებენ აქტიური მოსმენის და ლოგიკური აზროვნება უნარს.

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები.

კითხვას სვამდა მასწავლებელი პასუხებს სკოლის მასწავლებლებისაგან შემდგარი ჟიური ამოწმებდა.

კონკურსის დროს დასმული კითხვები იყო სააზროვნო ასაკის შესაბამისი. მოსწავლეებმა სამაგიდო თამაშის დახმარებით საქართველოს რუკა ააწყვეს, სადაც მნიშვნელოვანი იყო სისწრაფე.

საბოლოოდ გაიმარჯვა მე-5 კლასელთა გუნდმა, რომლიც წევრებსაც სიგელები გადაეცათ. ვიტორინა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.

სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ახარებთ მათი აქტიურობა. 

„ვულოცავთ გამარჯვებულ კლასს ასეთ მიღწევას. დაუვიწყარია მათი ემოციები გამარჯვების გამო. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და ისტორიის მასწავლებელს მაყვალა მეფორიას. ჟიურის წევრებს მანანა გვარამიას, იამზე ესართიას და თეა აკობიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...