სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებები უპირატესია, შესაბამისად დირექცია და პედაგოგები მოწაფეთა აკადემიურ მიღწევებს აკვირდებიან და ადგენენ რა მიმართულებით აქვთ მეტი სამუშაო.
9 და 10 ივნისს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის II-V და VII, VIII, X, XI კლასებში ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტირების მე-3, საბოლოო ეტაპი სხვადასხვა საგნებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიაგნოსტიკური ტესტირება ხელს უწყობს საგანმანათლებლო საჭიროებების გააანალიზებასა და მოსწავლეთა წინსვლის ხელშესაწყობად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.
ტესტირებას სკოლის დირექცია და ხარისხის მართვის ჯგუფი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: