ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024-2025 სასწავლო წელი.
სასწავლო წლის მიწურულს კი სკოლაში „ისტორიული ვიქტორინა“ გაიმართა.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ V-IX კლასის მოსწავლეები, რომლებიც განაწილდნენ ორ გუნდად და ჩაერთნენ სხვადასხვა კონკურსში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინა მოიცავდა „რა? სად? როდის?“ და „მარტივი ლოგიკის“ ტიპის კითხვებს, ცნობილი ისტორიული პიროვნებების ამოცნობას მინიშნებებით და ბლიც-რაუნდს.
მონაწილე გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
იხილეთ ვიდეო: