„შემდეგი გაჩერება ვეფხისტყაოსნის სამყარო“ - ღვითორის საჯარო სკოლაში „ემოციებითა და შთაგონებით სავსე“ ღონისძიება ჩატარდა
16-06-2025

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვითორის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ინეტრესით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და ისეთ აქტივობებშიც მონაწილეობენ, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარებათ.

ამის დასტურია გამორჩეული, ემოციებითა და შთაგონებით სავსე ღონისძიება - „შემდეგი გაჩერება ვეფხისტყაოსნის სამყარო“.

ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ანა მიხელიძე, რომელმაც მოსწავლეები უკვდავ ნაწარმოებში ამოგზაურა.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა გააცოცხლეს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, ააწყვეს ფაზლები და წაიკითხეს წერილები.

ბავშვებმა სიღრმისეულად განიხილეს ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც უკვდავ პოემას უდევს საფუძვლად; აქტივობის ფარგლებში ვრცლად ისაუბრეს პატრიოტიზმზე, მეგობრობაზე, თავგანწირვაზე, ფილოსოფიაზე, მოყვასის სიყვარულზე, განათლების მნიშვნელობაზე, სიყვარულის, სიმართლის ძალაზე...

ეს გახლდათ ნამდვილი სათავგადასავლო მოგზაურობა რუსთაველის შემოქმედების „ლაბირინთებში“,

„ამ დღეს „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ წიგნი აღარ იყო - ის იქცა ცოცხალ სამყაროდ, რომელშიც თითოეულმა ბავშვმა თავისი ადგილი დაიკავა, იგრძნო გმირების სული და სიტყვების ძალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...