ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი გასვლითი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
16-06-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი გასვლითი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

13 ივნისს, მე-8 კლასელები კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟამაძესთან ერთად, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ხაშურის სოფელ ალის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია მოილოცეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის,  მადლობის ნიშნად სანთელი დაანთეს და უფალს შესთხოვეს მომავალი სასწავლო წლის მშვიდობიანად დაწყება. 

დამრიგებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...