ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესო მოგზაურობით დაასრულეს.
მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო გორის მიმართულებით.
მოსწავლეებმა მოინახულეს გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, ატენის სიონი, უფლისციხე, ყინწვისის მონასტერი ქარელში.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ ცოდნა გაიმდიდრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოიხიბლნენ ნანახი კულტურული ძეგლების სიდიადით.
მოსწავლეები ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: