ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს 
16-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია. მათი განწყობისა და მოტივაციის ამაღელების მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ეს დღე. ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ და ბევრი იხალისეს. 

პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მათთვის ლამაზ დღესასწაულად ექციათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...