დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის ისტორია გააცოცხლეს
16-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი ამაღლებული,  ღირებული და გაბრწყინებული დღე შეემატა. 

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება - „ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი სოფლის ისტორია“, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები. 

მაღალმთიანი, ულამაზესი სოფელი დეხვირი -  უძველესია თავისი ფესვებით, კულტურით,  განათლებითა და შრომისმოყვარე ხალხით, რომელიც გააცოცხლეს და თეატრალურად წარმოგვიდგინეს დეხვირის საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა. 

„მობრძანებული საზოგადოება, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სივრცე და წარმოდგენილი თითოეული ნივთი - პატივისცემაა, გახსენებაა, შეფასება,  დაფასება და მადლიერებაა ადამიანებისა, რომლებმაც  შექმნეს და პირნათლად მოიტანეს ჩვენი ძირძველი სოფლის ისტორია და დღესაც დარაჯად დგანან, ფიქრობენ, ზრუნავენ და აგრძელებენ სოფლის მატიანეს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიება მართლაც ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა, მრავალფეროვანი ლიტერატურულ- თეატრალური წარმოდგენებითა და მრავალრიცხოვანი დამსწრე საზოგადოებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრუქტურული სამსახურის წევრები და სოფელ დეხვირის მკვიდრნი.

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან ღონისძიების იდეის ავტორებს: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს - ჭაბუკი ჭაბუკიანსა და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს - ქალბატონ მაგდა ყურაშვილს.

„ჩვენ - ყველამ ერთად - გავაცოცხლეთ და დავწერეთ სოფლის ახალი ისტორია! “,- სიამაყით აღნიშნევენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...