პედაგოგებს ტესტირების შედეგების მიხედვით შეარჩევენ, მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო - სამინისტრო დეტალებზე
17-06-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა „STEAM განათლების“ განხორციელება, რაც გულისხმობს სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• ინოვაციური პროექტების შექმნა

• მასწავლებლების გადამზადება და მხარდაჭერა

• სკოლების ეტაპობრივი აღჭურვა STEAM ლაბორატორიებითა და რესურსებით

• STEAM გამოცდილების გაზიარება

აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირდა 800-მდე მასწავლებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვებინარები, რომლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე შეირჩევა 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბანაკში, სადაც შეისწავლიან STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს. მათ შორის კლუბური საქმიანობისთვის აუცილებელ უსაფრთხოების სტანდარტებს. სამუშაო შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა) ინტეგრირებულ სწავლებაზე. ბანაკი შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, ჩამოაყალიბონ პროფესიული ქსელები, რომლებიც საუკეთესო საშუალება იქნება შემდგომში გამოცდილების გაზიარებისთვის.

შერჩეული ლიდერები 2025-2026 სასწავლო წლიდან საკუთარ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან-როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებზე მასწავლებლები იმუშავებენ რეალურ კომპონენტებთან, შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას დანერგავენ კლუბებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...