საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ უმასპინძლეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს - კონსტანტინე გამსახურდიას, დირექტორის მოადგილეს - მირიან ხოსიტაშვილს და განათლების სამინისტროს წარმომადგენელს.
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ეროვნული ბიბლიოთეკის შესანიშნავი პროექტის - „სკვერის ბიბლიოთეკების“ ფარგლებში შედგა. სკოლის ეზოში განთავსდა ულამაზესი - „წიგნის ბუდე“, რომელიც უკვე სავსეა საინტერესო წიგნებით.
ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ წიგნების გაცვლა და კითხვა.
ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს ამ პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს კითხვის პოპულარიზაციას და წიგნების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა კი ამ ინიციატივის პიონერი გახდა.
„დიდ მადლობას ვუხდით ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და გვჯერა, რომ წიგნის ეს ახალი კუთხე მოსწავლეების საყვარელ ადგილად იქცევა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: