2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის,მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.
სასწავლო წელი სკოლაში ლიტერატურული ღონისძიებით დაგვირგვინდა. მე- 7 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლის ფარგლებში გამართეს და ცნობილი სომეხი მწერლის - პარუირ-სევაკის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნეს.
მათ მწერლის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, შემდეგ წაიკითხეს ლექსები, ბოლოს კი პარუირ-სევაკის დაწერილი სიმღერა შეასრულეს და იცეკვეს.
ღონისძიებას მასწავლებელი ლუსინე პაპოიანი ხელმძრვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტო: