წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა სახალისო და ენერგიული სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე მასწავლებლები.
ღონისძიება მეგობრული სულისკვეთებითა და გუნდური აქტივობებით იყო სავსე, რაც ქმნიდა პოზიტიურ და მოტივირებულ გარემოს. მონაწილეები ასრულებდნენ სხვადასხვა სპორტულ დავალებას, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა მათ განწყობასა და ჩართულობას.
სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოზარდებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა. აქტივობის ლოზუნგი იყო - „იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა“.
ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მონაწილეების, ისე დამსწრე საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლაში ჯანსაღი და აქტიური გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
იხილეთ ფოტოები: