
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში საგრანტო პროექტის „STEM სასკოლო ჰაბი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი იყვნენ ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული მახათაურის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ფატმან ნოზაძე. ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები თამარ ყიფშიძე და მარიამ თოდაძე, მე-9 კლასის მოსწავლე ნიკა თოდაძე.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტი თავისი შინაარსით იყო განსაკუთრებით საინტერესო და პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეებში STEM-დისციპლინებით დაინტერესებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: