ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ზეიმის ორგანიზატორი მოსწავლეთა პირველი პედაგოგი, ქალბატონი ნინო თავბერიძე იყო, რომელმაც გულთბილად გააცილა მოსწავლეები ახალი სასკოლო ეტაპისკენ
ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და წარმოადგინეს ლამაზი ქორეოგრაფიული ნომრები. პატარების შემოქმედებითმა გამოსვლებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მშობლებმა და მოსწავლეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ქალბატონი ნინო თავბერიძის მიმართ, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უდიდესი სიყვარულითა და მონდომებით აყალიბებდა მათ როგორც პიროვნებებს. ასევე მადლობა გადაუხადეს იმ პედაგოგებს, რომლებმაც ამ პერიოდში მიიღეს მონაწილეობა ბავშვების საგანმანათლებლო განვითარებაში.
იხილეთ ფოტოები: