ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება 
16-06-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, შემოქმედებითობასთან ერთად, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა პედაგოგს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დამრიგებელმა-ნუნუ მახარაძემ კი მოწაფეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, რათა ასახელონ როგორც მასწავლებელი, ისე მშობლები, სკოლა და ქვეყანა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...