ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაასრულეს სპორტის მასწავლებლის - ჰოვსეფ სეხლიანის მიერ დაგეგმილი „სპორტლადიით“.
როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, უკვე რამდენიმე წელია სასწავლო წელის დასრულება სპორტლადიით სრულდება - აქტივობამ, რომელმიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ, ტრადიციული ხასიათი მიიღო.
„სპორტლადიაში“ მონაწილეობდნენ მე-5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. ბავშვები დაყოფილნი იყვნენ ოთხ გუნდად: „თეთრი მტრედები“, „ფიუნიკი“, „ტაიპანი“ და „ჯავახეთი“.
თითოეულ გუნდს ჰყავდა თავისი ლიდერი, ჰქონდათ სლოგანები და პლაკატები. ჩაცმულობაც სხვადასხვა ფერის იყო. შერჩეულიყო ძალიან საინტერესო თამაშები.
მოსწავლეებმა დავალებებს თავი ძალიან კარგად გაართვეს. მწვავე შეჯიბრებაში გაიმარჯვა „თეთრი მტრედების“ გუნდმა. მეორე ადგილი დაიკავა „ტაიპანმა", მესამე ადგილზე კი - „ჯავახეთი“ გავიდა.
ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს დანარცენ მონაწილეებს კი წარმატებები უსურვეს შემდგომ აქტივობებეში.
იხილეთ ფოტოები: