ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა სწავლა შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
16-06-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დასკვნითი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებასა და მათ დამრიგებელს გულწრფელი ემოციები აჩუქეს. 

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებსა და დამსწრე აუდიტორიას კლასის დამრიგებელმა ნინო ხვედელიძემ მიმართა. მოსწავლეევს სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპის წარმატებით  დასრულება მიულოცა და მადლობა გააუხადა იმ დაუვიწყარი 4 წლისთვის რომლებიც ერთად გაიარეს - უამრავი კეთილი სურვილი უსურვა და გზა დაულოცა მომავლისაკენ!

არც სკოლის დირექტორი, ქალბატონი ცირა ბრეგვაძე დარჩენილა გულგრილი... - უამრავი თბილი, გულიდან წამოსული სიტყვა უთხრა მათ და მუდმივი თანადგომა აღუთქვა. მოსწავლეებს მიესალმა და მოეფერა რესურსცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი ხათუნა ხვედელიძე!

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მობრძანებულ სტუმარს, ღონისზიებაზე დასწრებისა და სიხარულის გაზიარებისთვის, ხოლო მე-4 კლასის მოსწავლეებს ბედნიერ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203