„ჩვენ დავბრუნდებით...“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული კომპოზიცია კერძო სკოლა „ცოდნაში“
16-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდს - მრავალფეროვან პროექტებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს. 

აღსანიშნავია, სკოლა „ცოდნაში“ ჩატარებული შთამბეჭდავი ლიტერატურული კომპოზიცია, ​სახელწოდებით - „ჩვენ დავბრუნდებით...“, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა. 

ღონისძიების ინიციატორი, სცენარის ავტორი და ორგანიზატორი - დარეჯან ცხომარია (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა) გახლდათ, მონაწილეობდნენ VI-XI კლასის მოსწავლეები.

საღამოზე გაჟღერდა ქართველი პოეტების ლექსები, მიძღვნილი აფხაზეთისადმი,  ამონარიდები გურამ ოდიშარიას ნაწარმოებებიდან - „ზღვა,რომელიც შორია“ და „სოხუმში დაბრუნება“, ადაპტირებული ეპიზოდი ზაზა ურუშაძის ფილმიდან „მანდარინები“, სიმღერა ფსოუს წყალი“, მოეწყო ფოკუმენტური მასალების ჩვენება - ბავშვებმა სოხუმის გემით დატოვების ისტორიული კადრები ნახეს (რესპოდენტის კომენტარით).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ მაღალი ემოციური ფონი შექმნა, იყო ბევრი ცრემლი, მოგონება, მონატრება და რაც მთავარია, იყო იმედი, რომ ჩვენ დავბრუნდებით... ჩვენი შვილების თაობა დაბრუნდება და მოეფერება მონატრებულ კუთხეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...